logo_geo
eng_logo
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
- +

2 სექტემბერი. 2018. 12:22

 

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებს აგრძელებს. კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, საგარეჯოში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

 

„სამართალდამრღვევმა სოფელ კოჯბაანში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 8 კუბურ მეტრამდე წიფელას სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილი დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner