logo_geo
eng_logo
ქარელში მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
- +

2 სექტემბერი. 2018. 13:39

 

ქარელის მუნიციპალიტეტში, აგარას ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მგზავრებით მოძრავი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 

არსებული ინფორმაციით, არასწორი მანევრი მსუბუქმა ავტომობილმა გააკეთა, რის შედეგადაც მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ.

 

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner