„როგორ აფასებს ლუკა კურტანიძე „ქართული ოცნების" დეპუტატებსა და „რესპუბლიკელებს" შორის არსებულ დაპირისპირებას"?- ამის შესახებ დეპუტატმა ლუკა კკურტანიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული სუბიექტი, რომელიც აკეთებს განცხადებას საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავად აგებს პასუხს საზოგადოების წინაშე.
„პოლიტიკაში გასაკვირი არაფერი არ არის. მით უმეტეს იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ჩვენ ვიმყოფებით, თითოეულ ადამინს აქვს უფლება საკუთარი აზრი თავისუფლად გამოხატოს.
არჩევნების წინ კიდევ უფრო მეტ, საინტერესო დებატებსაც ვიხილავთ.
ყველა სუბიქტი, რომელიც განცხადებებს აკეთებს საზოგადოების წინაშე, თავად აგებს პასუხს."- განაცხადა კურტანიძემ.