logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: საერთაშორისო ვაჭრობაში დოლარის დომინირება უნდა დასრულდეს
- +

2 სექტემბერი. 2018. 17:55

 

„აუცილებელია დასრულდეს დოლარის დომინირება საერთაშორისო ვაჭრობაში“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ბიშკეკში, თურქეთი-ყირგიზეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი განცხადებით, ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში უნდა გაგრძელდეს.

 

ერდოღანის თქმით, დოლართან მიბმული სისტემა, რომელიც ვაჭრობის გასაიოლებლად შეიქმნა, ამჟამად ყველაზე დიდ პრობლემაში გადაიზარდა, სავაჭრო ომები და პროტექციონიზმი ბევრ სფეროში ახალი სტრატეგიის აუცილებლობას აჩენს.

 

მისი განცხადებით, ვალუტის კურსებით მანიპულაციის მიზანია ძლიერი და ჯანსაღ თურქულ ეკონომიკაში ეჭვის შეტანა.

 

„მიზანი - თურქეთის ეკონომიკაზე დარტყმაა. თუმცა, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომებისა და თურქეთის მოსახლეობის პრინციპული პოზიციის დამსახურებით, ეს მცდელობა წარმატებით ვერ დაგვირგვინდა“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner