logo_geo
eng_logo
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
- +

2 სექტემბერი. 2018. 18:08

 

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

 

ბრალის წარდგენას დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკავებულის ადვოკატი ესწრებოდა. ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარუდგინეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი, 1986 წელს დაბადებული გიორგი ჭელიძე გუშინ დააკავეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, 31 აგვისტოს სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner