სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელმაც ახლახან დატოვა თანამდებობა, „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაინიშნა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
აღნიშნულის შესახებ საუბრები დიდი ხანი მიმდინარეობდა. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება, გოგაშვილის ხელით დაამყაროს წესრიგი პარტიაში, სადაც ბევრი წინააღმდეგობაა.