logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „რესპუბლიკელები“ ცდილობენ, რომ ოპოზიციურ სივრცეში გადავიდნენ...
- +

11 მაისი. 2016. 23:27


„რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლები რომ აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას საკუთარი პოზიცია უნდა ჩამოუყალიბოსო, დავიჯერო, აქამდე კოალიციურ რეჟიმში ჩამოუყალიბებლად პარტნიორობდნენ და პარტნიორობენ? არადა არ ჰგავს ეს „რესპუბლიკელების" პოზიციას რომ ვინმეს ჩამოუყალიბებლად ეთანამშრომლებოდნენ..."- ამის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „რესპუბლიკელების" ბოლო დროინდელი განცხადებები პირდაპირი მინიშნებაა იმისა, რომ ისინი ოპოზიციაში გადასვლას გეგმავენ.


„ცხადია, ამ ყველაფერს წინასაარჩევნო კამპანიის სურნელი აქვს, მესმის „რესპუბლიკელებისაც", რომლებიც ცდილობენ რომ სახელისუფლებო სივრციდან ოპოზიციურ სივრცეში გადავიდნენ და წინასაარჩევნო კამპანია აწარმოონ, მათი ამჟამინდელი და უახლოესი განცხადებები სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ჩვენ კიდეც უნდა დავეხმაროთ, რომ ეს გადასვლა მშვიდად შეძლონ, ხოლო პოზიციონირება ღირსეულად."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner