logo_geo
eng_logo
ავღანეთში მოლდოვური ავიაკომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 12 ადამიანი
- +

2 სექტემბერი. 2018. 19:49

 

ავღანეთში მოლდოვური ავიაკომპანიის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის ორი წევრი და 10 მგზავრი. ბორტზე მყოფი კიდევ ორი ადამიანი გადარჩა. როგორც მოლდოვის სამოქალაქო ავიაციაში განაცხადეს, MI-8 MTV- ის ტიპის შვეულმფრენი მაზარი-შარიფის ბაზიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.

 

ავიაკატასტროფის დროს ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები იყვნენ და 11 ავღანელი მგზავრი.

 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner