logo_geo
eng_logo
ევა ბარბაქაძე გაუსაძლისი ტკივილების გამო ისევ კლინიკაში გადაიყვანეს!..
- +

11 მაისი. 2016. 23:51



სასწრაფოდ! ევა ბარბაქაძე გაუსაძლისი ტკივილების გამო ისევ კლინიკაში გადაიყვანეს!..

„რუსთავი 2"-ის თანამშრომელი, სალომე ლილუაშვილი თავისი „ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი, გაუსაძლისი ტკივილების გამო, კლინიკაში გადაიყვანეს. პოსტის ავტორი აღნიშნავს, რომ 50 000 დოლარიდან, რომელიც შორენას ევას კიდევ ერთი ოპერაციისთვის სჭირდება, გარკვეული ნაწილი უკვე შეგროვდა. 35 000 დოლარის მობილიზება უახლოეს ხანშია აუცილებელი.


შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით რამდენიმე წუთის წინ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ზეგ დილით სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადააფრინონ, რომ ხერხემალზე განმეორებით ჩაუტარდეს ურთულესი ოპერაცია. ძალიან დიდი მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის ავიაკომპანია "ატლასგლობალს", რომელიც ევას სპეციალურ რეჟიმში გადაფრენას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ასევე, მადლობა სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგს", რომელიც ოპერაციის ღირებულების 20 პროცენტს დააფინანსებს. გთხოვთ ყველას, შეძლებისდაგვარად იქნებ გაიღოთ თანხა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს და თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. პირველ ეტაპზე, ანუ უახლოეს ორ დღეში, საჭიროა დარჩენილი 35 ათასი დოლარის მობილიზება.

 

ჩვენ ამას შევძლებთ! უახლოეს პერიოდში გაგაგებინებთ ყველა სიახლეს. მადლობა!"


ცნობილი გახდა, რომ ევა ბარბაქაძეს ხერხემალზე კვლავ პრობლემები აქვს და კიდევ ერთი ოპერაცია მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია...


შეგახსენებთ ანგარიშის ნომერს:

ბანკი რესპუბლიკა: GE39BR0000010929691997, მიმღები პირი - შორენა ბეგაშვილი.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner