logo_geo
eng_logo
ქუთაისში M&S-სა და H&M-ის ტანსაცმელი შეიკერება
- +

3 სექტემბერი. 2018. 00:27

 

S’Oliver-ის, Comma-ს და Erima-ს, ბრენდებსი შემდეგ ქუთაისში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა MGMTEX-ის სექტემბრიდან M&S-სა და H&M-ის ტრენდული კოლექციის შეკერვას იწყებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქციის 100%-ით ექსპორტზე გავა, კერძოდ, ინგლისსა და გერმანიაში.

 

ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია MGMTEX-ი ქუთაისში 2018 წლის 10 აპრილს გაიხსნა. საწარმოში დღემდე 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საინადაც 1,5 მილიონი ლარი „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მიღებული კრედიტია.

 

MGMTEX-ი არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა. ქუთაისის ქარხანაში კი ამ დროისთვის იკერება S’Oliver-ის, Comma-ს, Erima-ს, Umbro-ს და Second Female-ს ბრენდის კოლექცია, უკვე სექტემბრიდან კი MGMTEX-ი M&S-სა და H&M-ის ტრენდული კოლექციის წარმოებას დაიწყებს.

 

MGMTEX-ის დირექტორის ელიზბარ ლომინაძის თქმით, დღეს წარმოების პროცესში ყველაზე სერიოზული პრობლემა პროფესიონალი კადრებია.

 

„დღეს საწარმოში დასაქმებულია 200 ადამიანი. კადრების შერჩევისას დიდი პრობლემებს წავაწყდით. მოდიან ადამიანები, სურთ მუშაობა, მაგრამ არ არიან პროფესიონალები და მათ გადამზადება სჭირდებათ. გადამზადების პროცესი დაახლოებით 6 თვე გრძელდება. ახლაც ვაკანსიები გვაქვს გამოცხადებული, მაგრამ თითქმის არავინ მოდის.

 

საერთოდ, როდესაც აგყავს კადრები გადასამზადებლად, ისინი ვერ შეკერავენ ისეთი ხარისხის პროდუქციას, რომელიც დამკვეთს აწყობს. 6 თვე გჭირდება, რომ საკუთარი ხარჯებით დაატრენინგო ადამიანები. ჩვენ გვაქვს ადგილობრივ სასწავლებლებთან მემორანდუმები დადებული და კურსდამთავრებულებს გვიგზავნიან, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. თუ ქვეყანა ფიქრობს, რომ წარმოება უნდა განვითარდეს, აუცილებელია უფრო მეტად აქტიურობა, ვგულისხმობ პროფესიულ სასწავლებლებს და კადრების გადამზადებას. ევროპულ ბრენდებს საქართველი ძალიან აინტერესებთ, რადგან ერთი - რომ მუშახელი იაფია, მეორე ყველაზე მთავარი - საქართველო ევროპასთან ახლოსაა და პროდუქციის ტრანსპორტირება ძვირი არ უჯდებათ“, - განაცხადა ლომინაძემ.

 

მიუხედავად კადრების სიმცირისა, კომპანია 2019 წლიდან გაფართოებას აპირებს. როგორც ელიზბარ ლომინაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლოკაციის შერჩევა. „საბოლოოდ შევჯერდებით ალბათ, ისეთ ადგილზე, სადაც კადრების პრობლემა ნაკლებად გვექნება. ალბათ, ახალი ფაბრიკა დედაქალაქში გაიხსნება“.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner