logo_geo
eng_logo
ჯონ მაკკეინის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალის დროს დონალდ ტრამპი გოლფს თამაშობდა
- +

3 სექტემბერი. 2018. 01:10

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა გოლფის სათამაშოდ გაემართა იმ დროს, როდესაც ვაშინგტონში ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობდა. ამის შესახებ Associated Press- ი იტყობინება.

 

სააგენტოს ცნობით, ჯონ მაკკეინთან გამოსამშვიდობებელი ცერემონიალის დროს დონალდ ტრამპი გოლფს თამაშობდა.

 

არსებული ინფორმაციით, ჯონ მაკკეინის ნათესავებმა დონალდ ტრამპს შეატყობინეს, რომ მათ სენატორის დაკრძალვაზე მისი ნახვა არ სურდათ.

 

თუმცა, თეთრ სახლს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

 

ცერემონიას აშშ-ს სამი ყოფილი პრეზიდენტი დაესწრო: ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში უმცროსი და ბილ კლინტონი.

 

ცნობისთვის, ჯონ მაკკეინი არიზონას შტატის სენატორი 1986 წელს გახდა. 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა. მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, მაკკეინის ოჯახმა განაცხადა, რომ სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა. ორი დღის შემდეგ კი, 26 აგვისტოს იგი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner