logo_geo
eng_logo
„თუ ფული გაქვს შენი ვარ, თუ არა და სხვისი ვარ!“- ნიკოლოზ მჟავანაძე „რესპუბლიკელების“ შესახებ...
- +

12 მაისი. 2016. 00:06



„რესპუბლიკური პარტიის პროდასავლურად მონათვლა არის ფანტასტიკის სფერო. რესპუბლიკური პარტია მატერიალურ სარგებელზე იყიდება- თუ ფული გაქვს შენი ვარ, თუ არა და სხვისი ვარ! ამას შეიძლება შევადაროთ რესპუბლიკური პარტია."- ამის შესახებ „უფლებადამცველთა აგერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა.


მჟავანაძის თქმით, „რესპუბლიკური პარტიის" წევრებს ოდითგანვე მხოლოდ ძალაუფლება აინტერესებდათ, რაც შეეხება ღირებულებებს და ფასეულობებს, როგორც მჟავანაძე აცხადებს, მათ არასდროს გააჩნდათ და ამას ისტორიაც მოწმობს.


„მოქმედი პოლიტიკური სპექტრიც გაკვირვებულია, როგორ შეიძლება იყო ოპოზიციაში, თან იყო ხელისუფლებაში. ეს არის კურიოზი და არნახული შემთხვევა. მათი დაპირისპირებები რომ ავიღოთ, რა გგონიათ ასლან აბაშიძეს იმიტომ დაუპირისპირდნენ, რომ რაიმე ღირებულების გამო ჰქონდათ კონფლიქტი, მათ სურდათ გავლენა და შემდგომ ეს ყველაფერი რაშიც გადაიზარდა კარგად ვიცით.

 

იგივე მოხდა მიხეილ სააკაშვილთან. 2004 წელს გაერთიანდნენ ბლოკში, მოითხოვეს მინისტრების მანდატები და როდესაც სააკაშვილმა არ მისცა მანდატები დაუპირისპირდნენ."- განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.  

 

 

 

 

 





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner