რუსთავში, მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორი დაიწვა. ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დამწვარია 3 000 წიწილა და 600 კვ.მ. ფართობი.
„ძლიერი ხანძრის გამო არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება საცხოვრებელ სახლსა და სათავსოზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული“, – აცხადებენ უწყებაში.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილზე მობილიზებული იყო რუსთავის სახანძრო-სამაშველო სამსახური.