logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის დემონტაჟი ვლადიმირ პუტინის ოცნებაა
- +

3 სექტემბერი. 2018. 11:44

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დემონტაჟი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ოცნებაა.

 

„რუსეთს ვერ დავასახელებთ ისეთი ქვეყნის მაგალითად, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. მე მუდმივად ვეკონტაქტები ვლადიმირ პუტინს. მე მას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის დემონტაჟი მისი ოცნებაა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრება.

 

„თუ შვედეთს ოდესმე პრობლემები ექნება, ეს მართლაც არ იქნება საფრანგეთი. ისევე როგორც შვედეთში, ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა მაკრონმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner