მსოფლიო რაგბის საბჭო გაფართოვდა და მასში სამი ახალი წევრი -საქართველო, რუმინეთი და აშშ შევიდა.
მსოფლიო რაგბის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ ამ სამმა კავშირმა წარმატებული მართვის ყველა საჭირო კრიტერიუმი დააკმაყოფილა, რომლებიც შარშან ნოემბერში მიღებული დადგენილებებით იყო გათვალისწინებული.
საბჭოში ახალ წევრებს თითო წარმომადგენელი ეყოლებათ ორი ხმით. საბჭოს გაფართოება მმართველობის ახალი მოდელის ნაწილია.
მსოფლიო რაგბის თავმჯდოამრე ბერნარ ლაპასე მიესალმება რეფორმებს და საბჭოს ახალ წევრებს.
"ეს ისტორიული დღეა ჩვენი სპორტისთვის, რომელიც ზრდას და განვითარებას არ წყვეტს. ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს, რუმინეთსა და აშშ-ს საბჭოში მივესალმებით, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს რაგბის განვითარებაში და აღწევენ პროგრესს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა."- განაცხადა ბერნარ ლაპასემ.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ მადლობა გადაუხადა ბერნარ ლაპასეს თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ ეს ეს განსაკუთრებული დღეა ქართული რაგბისთვის.