logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: დაოკდით, ბატონებო, ქალბატონებო და თქვენც!
- +

24 თებერვალი. 2016. 03:56


ამ ორიოდე კვირის უკან საიტზე (www.reportiori.ge) საინტერესო მასალა გამოვაქვეყნეთ. დიადი მაფიოზების 20 საუკეთესო ფრაზა - ეს ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს"http://www.reportiori.ge/... ) - ასე ერქვა მასალას, რომელიც წყაროს მითითებით ერთ - ერთი საინფორმაციო სააგენტოდან „წამოვიღეთ" და მკითხველთა ინტერესის დასაკმაყოფილებლად გამოვაქვეყნეთ... სხვათაშორის, ამ პუბლიკაციას სოციალურ ქსელში მხოლოდ პირველ ორ დღეში 30 ათასამდე მნახველი ჰყავდა, უამრავი მომწონებელი" და 200-მდე  გამზიარებელი". ეს პუბლიკაცია მავანმა ჩვენს საქილიკოდ გამოიყენა (არადა, არც ისე გვაკლია მავანთა სულელური „გამოხტომები"), თუმცა მის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვახსენებ - ზედმეტი პატივი იქნება მისთვის ჩვენი მხრიდან! არც მისი ზედმეტი კრიტიკის მომხრე ვარ (საზოგადოების მხრიდან), რადგან ამასწინათ საქართველოს პატრიარქზე საკუთარი ტუტუცური (!) პოზიციის დაფიქსირების გამო არ იყო კარგ დღეში... ცოდოა! გულწრფელად ვამბობ... აკი, საკუთარი უახლოესიც (!) არართგზის (!) გაემიჯნა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა საკითხთა გამო!


... (ბოლოსიტყვისმსგავსი):  

მედიაჰოლდინგის ( www.reportiori.ge ) დაარსების დღიდან ბევრს „გავეჩხირეთ" ყელში! უმეტესწილად არც ვაქცევდით ყურადღებას მავანთა გამოხტომებს. თუმცა, გაგიჟებასაც საზღვარი აქვს - გინდ სტაჟიანი აგენტი იყოს, გინდ - ჯალათი (!) და გინდ - უზნეო ამორძალი - ზღვარგადასული არც სიგიჟე ვარგა... ასე რომ, დაოკდით, ბატონებო, ქალბატონებო და თქვენც, ვისაც არც ერთი სახელი მოგწონთ და არც მეორე! აღარ წავუყრუებთ თქვენს ავადმყოფურ (!) ხავილს!!!  დაოკდით და უტიფრობას ჩვენი მისამართით მაინც ნუღარ გააგრძელებთ (საერთოდ შეეშვით-თქო, ვერ „გაკადრებთ"- ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, უთქვამთ ბრძენებს და...) და გაითვალისწინეთ - ეს ქვეყანანინიას ბაღი" არაა!

 

გიორგი მამაცაშვილი

ჟურნალისტი, მედიაჰოლდინგ  „რეპორტიორი"-ს  დამფუძნებელი  და  გენერალური დირექტორი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner