logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილს არც დაესიზმრება ისეთი რეფორმები განხორციელდა!
- +

12 მაისი. 2016. 00:54



„სააკაშვილს არც დაესიზმრება ისეთი რეფორმები განხორციელდა" - ნიკოლოზ მჟავანაძე გადაცემა „პრიორიტეტში" ქვეყნის პროდასავლურ კურსზე საუბრობს და აცხადებს, რომ „რესპუბლიკური პარტია" ისეთი საკითხებით „ვაჭრობს" რომელიც თითიდან გამოწოვილია.


„იმიტომ ვადარებ „რესპუბლიკელებს" პარაზიტულ ჭიას, რომ ახლა, როდესაც დაუთმეს მინისტრის პოსტები, გარკვეული კრიზისი მათ კარგად გამოიყენეს.

როდესაც ალასანიამ გააკეთა განცხადება წასვლის შესახებ, მაშინ სამნიძემ გააკეთა განცხადება, რომ შეიძლება ჩვენს გავიდეთო. მაშინ მათ კარგად ივაჭრეს და მიიღეს მინისტრის პორტფელები. ახლაც, რომ ატეხეს მეჭიაუზე ამბავი, მეჭიაურს არაფერი ისეთი არ უთქვამს არც NATO-ზე, არც ევროკავშირზე. არც მევარ წინააღმდგი იმ კურსისა, რომელიც აღებული აქვს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, უბრალოდ ჩვენ გამოვთქვით შიში. 

 

უბრალოდ ვთქვით, რომ სიფრთხილეა საჭირო. ამაზე ატეხეს „რესპუბლიკელებმა" ამბავი და ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს ქვეყანა კურსს იცვლის. რა კურსს იცვლის ქვეყანა? ისეთი რეფორმები განხორციელდა NATO -ს საწვრთნელი ბაზით დაწყებული და ვიზა ლიბერალიზაციით დასრულებლი, რომ როგორ შეიძლებ დღეს დავსვათ საკითხი, რომ საქართველო კურსს იცვლის? ეს კიდევ ერთი ვაჭრობის საგანია, ესენი არიან კარგად მოვაჭრე ადამიანები."- განაცხადა მჟავანაძემ.


 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner