logo_geo
eng_logo
ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
- +

3 სექტემბერი. 2018. 17:01

 

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის  მცდელობისთვის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალდებულ ი.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა ი.ქ. 2018 წლის 31 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.ბათუმში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე ქ. ბათუმში ი.ქ.-მ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ყოფილ სიძეს - ნ.დ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა, მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ნ.დ.- ს გადარჩენა მოხერხდა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ი.ქ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან  15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner