logo_geo
eng_logo
გურამ შარაძე კობა დავითაშვილს სკანდალურად დაუპირისპირდა!
- +

12 მაისი. 2016. 02:13



გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე 2003 წლით დათარიღებულ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გურამ შარაძე კობა დავითაშვილს უპირისპირდება და საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებს.


 

 „გეკითხებით თქვენ, ბატონო კობა! დაგიდასტურებთ, რომ შვილის ტოლა ბრძანდებით და ხანდახან მე არ მეკარდება რაღაც-რაღაცეებში თავი გაგიყადროთ.

თქვენ 13 მილიონი ამერიკული დოლარი რომ შეჭამეთ სასამართლოს რეფორმირებისთვის განკუთვნილი. თქვენ! სომხურმა დიასპორამ რამდენიმე მილიონი ჩაგიდოთ ჯიბეში სხვადასხვა ნედლეულებისთვის, ის თანხა რომ ჯიბეში ჩაილაგეთ თქვენ და თქვენმა მეგობრებმა და დღეს რომ თქვენი პარტიის ერთ-ერთი სახე, ლევან ბერძენიშვილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია, რამდენიმე ხნის კვირის უკან მან დაჭრა ვორონცოვისა და ილია ჭავჭავაძის დროინდელი გათბობის, უკვე ანტიკვარად ქცეული, თუჯის სხმული და გაყიდა ჯართში. თქვენ ამის შემდეგ გაქვთ თუ უფლბა, რომ ილია ჭავჭავაძეს აგინეთ და ლანძღავთ? ახლა ჩამოიკიდეთ მისი სურათი, რაც გაიგეთ, რომ ქართველი ხალხი არ გამოგყვებოდათ. აკაკი წერეთელი, გალაკტიონ ტაბიძე და სულ უკანასკნელ ხანს, „ვეფხისტყაოსანი" ნაგვად და ქართველი ხალხის სიმდაბლის გამოხატულებად მოიხსენიეთ. მიპასუხეთ ამაზე, რა „ნაციონალები" ხართ თქვენ?"- მიმართავს შარაძე დავითაშვილს.  


კობა დავითაშვილი შარაძის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული რეკვიზიტის აღდგენის კანონზე, რომელიც დავითაშვილმა და რევაზ მიშველაძემ შეიმუშავეს, გურამ შარაძემ პრეზდენტს ვეტო დაადებინა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner