logo_geo
eng_logo
ბრაზილიაში მუზეუმის ხანძრის გამო გამართული აქციისას ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
- +

4 სექტემბერი. 2018. 03:10

 

 

ბრაზილიაში, რიო დეჟანეიროში მდებარე 200-წლიანი ეროვნული მუზეუმის დაწვის შემდეგ, ქალაქის ქუჩებში ასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი დამწვარ შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რათა ენახათ, რა გაანადგურა ხანძარმა, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რათა შენობას არ მიახლოებოდნენ. ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

მოსახლეობა აგრესიულადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ამბობენ, რომ მუზეუმს შესაბამისი დაფინანსება არ გააჩნდა, რომ უსაფრთხოება დაეცვათ. აქციაზე განსაკუთრებით აქტიურები არიან სტუდენტები.

 

ბრაზილიის ხელისუფლებად უყურადღებობაში და ბიუჯეტის შემცირებაში მუზეუმის ადმინისტრაცია და თანამშრომლებიც ადანაშაულებენ. მათი თქმით, უძველესი ხის შენობა გასარემონტებელი და შესაბამისი უსაფრთხოების სისტემით იყო აღსაჭურვი, თუმცა ხელისუფლებამ მათ ბიუჯეტი შეუმცირა.

 

1818 წელს აგებული შენობა ერთ დროს პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენცია იყო. მუზეუმში 20 მილიონი იშვიათი ექსპონატი იყო განთავსებული. საგამოფენო სივრცეში ასევე წარმოდგენილი იყო სამხრეთ და ჩრდილო ამერიკის მცენარეების, მინერალების, ცხოველების, მუმიებისა და ინდური ჭურჭლის იშვიათი ექსპონატები. ექსპოზიციაში შედიოდა დინოზავრის ჩონჩხი და 12 ათასი წლის წინანდელი თავის ქალის ძვლის ნაწილები.

 

მეცნიერები აცხადებდნენ, რომ ეს იყო ყველაზე ძველი ძვლოვანი სისტემა, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ ამერიკის კონტინენტზე.

 

მუზეუმის დირექტორმა მომხდარს „კულტურის სფეროს უდიდესი ტრაგედია“ უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner