logo_geo
eng_logo
შსს-მ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა
- +

4 სექტემბერი. 2018. 12:02

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო  მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი  იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1961 წელს  დაბადებული ი.ქ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე  ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღით ყოფილი სიძე, 1991 წელს დაბადებული ნ.დ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ი.ქ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბათუმში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს  19-108 და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული  7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner