logo_geo
eng_logo
პოლიციამ კახეთში ბინის ქურდობის 3 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

4 სექტემბერი. 2018. 14:22

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული უ.კ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ შალაურში 3 საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც ოქროს სამკაულები და ფული მოიპარა.

 

სამართალდამცველებმა უ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner