logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: ბავშვობაში, „პადჟიგატელობა“ ნაბიჭვრობის ერთ- ერთი მძიმე ნაირსახეობა იყო!
- +

12 მაისი. 2016. 02:40



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასე აღწერს:


პადჟიგატელობა"

ადამიანებს, როგორც წესი, საკუთარი აზრები უფრო მოგვწონს, ვიდრე - განსხვავებული, რადგან საკუთარი აზრი ყოველთვის ყველაზე სწორი და ჭკვიანურია და რადგან ყველას ჩვენი საკუთარი განსხვავებული აზრი გვაქვს, განსხვავებულ აზრთაგან სხვაზე უკეთესი რომელია, სწორედ ამის დასადგენად მოიგონეს არჩევნები. შეიძლება ის არჩეული აზრი უკეთესი არც გამოდგეს, მაგრამ უნდა მოითმინო რამდენიმე წელი!

 

ხოლო როცა განსხვავებულ აზრს სამშობლოს ღალატის და მტრობის კვალიფიკაცია ეძლევა, მაშინ ამას არჩევნები აღარ შველის და საკითხი სამოაქალაქო ომით გვარდება - ვინც იმარჯვებს, სიმართლესაც ის იჩემებს! თუმცა, ასეთი გზით დადგენილ სიმართლეს დრო მწარედ დასცინის ხოლმე!

 

განსხვავებულ აზრის სამშობლოს ღალატად შერაცხვა და იარლიყების მიკერების მცდელობა გაცილებით დიდ ზიანს აყენებს ქვეყანის უსაფრთხოებას, ვიდრე თავად ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

 

ვიღაცას ძალინ უნდა NATO- ში შესვლა, ვიღაცას ძალიან არ უნდა, ვიღაცას თან უნდა, თან არ უნდა, ვიღაცამ ჯერ ვერ მოიცალა ამაზე საფიქრალად და ეს ოთხივე ვიღაც ჩვენი თანამოქალაქეა და ასე უკეთესი ჰგონიათ სამშობლოსთვის.

 

შეიძლება ამ ოთხეულმა კიდევ რამდენჯერმე შეიცვალოს აზრი, ესეც ნორმალური იქნება!

სიტყვებს ქვეცნობიერი შინაარსიც აქვთ, ღალატში დადანაშაულება ნიშნავს განადგურებისკენ მოწოდებას, რასაც საპასუხო რეაქციები მოჰყვება. ასე მზადდება ომი.

 

საზოგადოებას განსხვავებული აზრი კი არ უქმნის საფრთხეს, საზოგადოებისთვის საშიშნი არიან ის წამქეზებლები, რომლებიც განუწყვეტლივ ღალატის იარლიყს აკერებენ განსხვავებულ აზრს და საზოგადოებას დაპირისპირებისკენ უბიძგებენ!

 

P.S. გეხსომებათ, ბავშვობაში, "პადჟიგატელობა" ნაბიჭვრობის ერთ-ერთი მძიმე ნაირსახეობა იყო! ჰოდა, ვინც განსხვავებული აზრის მქონეს მოღალატე დაუძახოს, "პადჟიგატელი" იყოს!"- წერს მაღლაფერიძე. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner