logo_geo
eng_logo
სუს-ი C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით დაინტერესდა
- +

4 სექტემბერი. 2018. 15:22

 

C ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა. ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

 

უწყება სწავლობს, რამდენად სწორად განხორციელდა ვადაგასული და გამოუყენებელი მედიკამენტების ჩამოწერა.

 

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ შემთხვევაში გამოძიება პრევენციული ხასიათისაა.

 

დავით სერგეენკოს განმარტებით, მედიკამენტები, რომლებიც პაციენტების ნაკლები რაოდენობის გამო ზედმეტი დარჩა, დონაციის პრინციპით სხვა ქვეყნებს გადაეცა.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ წამალს დონაციის პრინციპით ვიღებთ, ასეთი მასშტაბის პროექტები ყოველთვის კონტროლდება საგამოძიებო თუ მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან. მაკონტროლებს და მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროს, მოქმედების ერთნაირი პროტოკოლი აქვს", - განაცხადა მინისტრმა.

 

დღესვე დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. სერგეენკოს თქმით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner