13 მაისს, 16:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე მემორიალური დაფა გაიხსნება
13 მაისს, პარასკევს თბილისის „დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე აღინიშნება.
იუბილეს ფარგლებში 16:00 საათზე დაგეგმილია მემორიალური დაფის გახსნა; 17:00 საათზე ვეტერანი ფეხბურთელები და ოფიციალური დელეგაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ესტუმრება; 18:00 საათზე თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საიუბილეო მიღება გაიმართება; ქართული სპორტის მუზეუმის ინიციატივით მოეწყობა თასების და აქამდე უცნობი ფოტოების გამოფენა, ასევე სპეციალურად ამ თარიღისათვის ქართული სპორტის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.
ვეტერან ფეხბურთელებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები.
13 მაისის 35 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფეხბურთის ფედერაციის, ქართული სპორტის მუზეუმისა და „დინამო თბილისის" ერთობლივი ძალისხმევით ეწყობა.
თბილისის „დინამოს" განვლილი გზა გამარჯვებამდე
1980-81 წლების ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშება
1/16 "დინამო"-"კასტორია" (საბერძნეთი) 0:0, 2:0
1/8 "დინამო"-"უოტერფორდი" (ირლანდია) 1:0, 4:0
1/4 "დინამო"-"ვესტ ჰემი" (ინგლისი) 4:1, 0:1
1/2 "დინამო"-"ფეიენოორდი" (ჰოლანდია) 3:0, 0:2
ფინალი: "დინამო"-"კარლ ცაისი" (გდრ) 2:1
ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 21-მა ფეხბურთელმა:
მეკარე:
ოთარ გაბელია-9 მატჩი;
მცველები:
ალექსანდრე ჩივაძე-9 (2გოლი)
ნოდარ ხიზანიშვილი-7
გია თავაძე-7
თამაზ კოსტავა-7
შოთა ხინჩაგაშვილი-5
დავით მუჯირი-4
გიორგი ჭილაია-3(1)
ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე-9 (2)
ვიტალი დარასელია-8 (3)
ზაურ სვანაძე-5
ნუკრი კაკილაშვილი-4
ვახტანგ ქორიძე-2
გოჩა ჯოხაძე-1
კონსტანტინე კერესელიძე-1
თავდამსხმელები:
რამაზ შენგელია-9 (5)
დავით ყიფიანი-9
ვლადიმერ გუცაევი-7 (3)
რევაზ ჩელებაძე-4
ვაჟა ჟვანია-2
გურამ ჩქარეული-1