logo_geo
eng_logo
დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

4 სექტემბერი. 2018. 16:02

 

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ტ.გ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით. 

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს, ტ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს დედას - გ.კ.-ს თავის არეში მობილური ტელეფონი ჩაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ტ.გ.-ს ქმედებით დაზარალებულს მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სამართალდამცველებმა ტ.გ. 2018 წლის 19 მაისს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ  მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა. ბრალდებულ ტ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული.

 

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ტ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner