მომღერალი ნინა წკრიალაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ევა ბარბაქაძის მდგომარეობას ეხმიანება და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს:
„მეგობრებო, ჩვენს ევას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში მკურნალობა. ძალიან გთხოვთ, ყველამ გულთან ახლოს მივიტანოთ და დავეხმაროთ ამ ლამაზ გოგოს გამოჯანმრთელებაში და ტკივილის შემსუბუქებაში. ნებისმიერი თანხა ძალიან მნიშვნელოვანია".
ტელეწამყვანისა და მსახიობის, შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და უმრავი დაზიანება მიიღო. ახლა შინ მკურნალობს. კლინიკიდან მცირე ხნის წინ გამოწერეს, თუმცა მას სასწრაფოდ სჭირდება სარეაბილიტაციო კურსის გავლა თურქეთში.
გარკვეული თანხა შეგროვილია, მაგრამ მკურნალობის მთლიანი თანხის დაფარვას 50 000 დოლარი აკლდება.