logo_geo
eng_logo
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
- +

4 სექტემბერი. 2018. 18:07

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს - შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.ჰ.-მ - 52,7647 გრ., ხოლო ბ.მ.-მ - 83,2132 გრ. ,,ჰეროინი“ და თავიანთ  სხეულში ინახავდნენ.

 

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შ.ჰ. და ბ.მ. სამართალდამცველებმა 2018 წლის 2 სექტემბერს სადახლოში დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას სხეულში აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შ.ჰ.-სთვის და ბ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner