შვედეთში მუსიკალური კონკურსის „ევროვიზია-2016"-ის პირველი ნახევარფინალი ჩატარდა.
რუსეთის წარმომადგენელმა სერგეი ლაზარევმა სიმღერა „You Are the Only One" შეასრულა, რომლის დადგმაც მაყურებლებმა ძალიან მიამსგავსეს „ევროვიზიის" შარშანდელი ქართველი კონკურსანტის ნინა სუბლატის შოუს.
უნდა ითქვას, რომ მონაწილეების იმიჯიც და თავად მუსიკალური შოუც ნამდვილად ჰგავს ერთმანეთს.
მაყურებელი აცხადეს, რომ რუსებმა საკონკურსო ნომრის დადგმა ნინა სუბლატისგან „მოიპარეს".
„ევროვიზია-2016"-ს მეორე ნახევარფინალი 12 მაისს გაიმართება. ამ ორი ნახევარფინალის შედეგების მიხედვით გამოვლინდება საფინალო კონკურსის მონაწილეების ვინაობა. წელს საქართველოს კონკურსზე ნიკა კაჩაროვი და „იანგ ჯორჯიან ლილიტაზ" წარადგენენ.
წყარო: „presa.ge”