logo_geo
eng_logo
ზურა ყიფშიძე: თეატრალური ინსტიტუტიდან ორჯერ გამომრიცხეს
- +

12 მაისი. 2016. 10:21


მსახიობი ზურა ყიფშიძე გაზეთ  „ალიასთან" ინტერვიუში იხსენებს, თუ როგორ დაიწყო მისი სამსახიობო კარიერა და რა სირთულეები შეემთხვა თეატრალურ უნივერსიტეტში.


„სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, ორჯერ გამომაგდეს, ჯერ ერთი, მერე მეორე სკოლიდან, თეატრალური ინსტიტუტიდანაც ორჯერ გამომრიცხეს.

 

პირველად შოთა მანაგაძის „წუთისოფელში" გადაღების გამო მომიწია ინსტიტუტის დატოვება, მეორედ მიზეზი ლანა ღოღობერიძის ფილმ „როცა აყვავდა ნუშში" ზურას როლის შესრულება გახდა. ამ ფილმის გამო კონფლიქტი მომივიდა.

 

ნუგზარ ბაგრატიონმა მითხრა, თუ ინსტიტუტიდან კინოს გამო გაგდებენ, წადი და კინოინსტიტუტში ჩააბარეო.

 

ჩავედი მოსკოვში და ჩავაბარე, თუმცა, ისტორიაში ჩავიჭერი, მაგრამ ჯგუფი ვერ შედგა და მაინც ჩამრიცხეს. აქეთ მომიკითხეს მარჯანიშვილის თეატრალებთან, როცა გასტროლებზე იყვნენ ჩამოსულები. ქალბატონი ვერიკოსთვის უთქვამთ,- ჩვენთან ერთი ქართველი აბარებდა, მგონი, დედამისი მსახიობია და იქნებ მოგვიძებნოთო. ასე გავხდი კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სტუდენტი. ძალიან შემიყვარდა და დავინტერესდი ამ საქმით, პარტისტორიის გარდა, ყველა საგანში „ხუთიანებს" ვიღებდი. სერგეი გერასიმოვის სახელოსნოში ვათენებ-ვაღამებდი, მაგრამ ეს ყველაფერი თითქოს ქვეცნობიერის დონეზე ხდებოდა. ბოლოს მიხეილ თუმანიშვილთან ცნობიერებამ წამოიწია წინ, მან ისე შეგვკრა ყველა, რომ ინსტიტუტიდან გარეთ გახედვა არ გვინდოდა", -იხსენებს მსახიობი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner