logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი გენერალურ პროკურორს ახალ ბრალდებებს უყენებს
- +

5 სექტემბერი. 2018. 02:21

 

 

დონალდ ტრამპი გენერალურ პროკურორს ახალ ბრალდებებს უყენებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯეფ სეშენსს ორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისთვის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქმეების აღძვრით შუალედურ არჩევნებში მათ ხელახლა გამარჯვებას ზიანი მიადგა.

 

საუბარია კრიტოფერ კოლინზზე, რომელსაც უკანონო სავაჭრო გარიგებებში მონაწილეობას ედავებიან და ასევე დუნკან ჰანტერზე. მას კამპანიის ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა ბრალდება. დანაშაულს არცერთი მათგანი არ აღიარებს.

 

დონალდ ტრამპის დღევანდელ კრიტიკას უკვე უპასუხეს ოპონენტებმა და პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ პროკურატურის მუშაობაში ჩარევისგან თავი შეიკავოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner