logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: ეროვნული ძალები საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეის გარშემო უნდა გაერთიანდნენ!
- +

12 მაისი. 2016. 10:23


„ეროვნული ძალები საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეის გარშემო უნდა გაერთიანდნენ" - აცხადებს „ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტარი თამაზ მეჭიაური საქართველოში კიევური სცენარით მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. მეჭიაური ამ განცხადებას გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აკეთებს.


 

„ხალხს ვერ აიყოლიებენ, მაგრამ ამას ხელისუფლებამაც უნდა შეუწყოს ხელი! კერძოდ, ბატონი კვირიკაშვილი ძალიან კარგი მენეჯერია, მაგრამ რამდენად გაუძლებს გარე ძალებისგან ზეწოლას, გასარკვევია... ხალხზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული; უპირველეს ყოვლისა, ეროვნულმა ძალებმა უნდა გადადონ ამბიციები გვერდზე და საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეის გარშემო გაერთიანდნენ!" - აცხადებს თამაზ მეჭიაური.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner