„შეთქმულების თეორიები, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით იყო საუბარი, გამოძიების შედეგად არ დადგინდა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა:
„იყო ხარვეზები და დარღვევები, თუმცა მიკერძოება არ ყოფილა. ხარვეზი ბევრია, თუმცა მათ საქმეზე ზეგავლენა არ მოუხდენია. არ გამოკვეთილა, რომ ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებდა, ამის არანაირი მტკიცებულება ჩვენ არ გვინახავს. მირზა სუბელიანი შეიძლება დაინტერესებული იყო რაღაცით, მაგრამ საქმეზე მისი გავლენა არ იკვეთება. ის ბრალდებულია რამდენიმე მუხლით”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ არის დავით სარალიძის მკვლელი დაკავებული, ცქიტიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების ვერსიით მკვლელი დაკავებულია, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებებები საკმარისად არ მიიჩნია, ხოლო კომისიამ ამ კუთხით ახალი ვერაფერი გამოიძია.
შეგახსენებთ, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. “ევროპულმა საქართველომ” ხორავას საქმეზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დასკვნის საკუთარი პროექტი წარადგინა, საკუთარი პროექტს წარადგენს ასევე უმრავლესობაც, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის კროდის.