logo_geo
eng_logo
ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა
- +

5 სექტემბერი. 2018. 03:12

 

 

ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს უტევს.

 

დაიხურა აეროპორტები, გადაიდო ასობით რეისი. სანაპირო ზოლიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

 

დროებით თავშესაფრებში ამ დროისთვის 14 ათასზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ოსაკას ყურეში ძლიერმა ქარმა სანაპიროდან 89 მეტრის სიგრძის ტანკერი გაიტაცა და ხიდს შეაჯახა. კიოტოში კი რკინიგზის სადგურის შენობას სახურავი ახადა.

 

ბოლო მონაცემით, სტიქიამ 6 ადამიანი იმსხვერპლა. ქარის სიჩქარე საათში 216 კილომეტრია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner