logo_geo
eng_logo
პატენის ოფიციალური საიტი: პატენი „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის „ჩრდილოვანი მენეჯერი“ იყო!
- +

5 სექტემბერი. 2018. 03:18

 

 

 

ივანიშვილის ამერიკელი ლობისტი, სემ პატენი ამერიკულმა სასამართლომ სცნო დამნაშავედ ,რუსეთთან დაკავშირებულ საქმეში. ძალიან შავი "პალასა" აქვს ოლიგარქს. ჯერ მისმა ფალავანმა წააგო ჰოლანდიურ სასამართლოში და ახლა ეს“ - ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა თავის სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ ლობისტთან დაკავშირებით, რომელიც სინამდვილეში თავისი და  პარტიანაციონალური მოძრაობისლობისტი იყო.

 

რაში ედება ბრალი სემ პატენს: სემ პატენმა აღიარა, რომ მან გამოიყენა აშშ-ს მოქალაქე (ვინაობა უცნობია), რომლის დახმარებითაც ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრები ოთხი ბილეთის საფასური, 50 000 დოლარი გადაიხადა. ბილეთები შეიძინეს უკრაინელი სერგეი ლოვოჩკინისთვის, რომელიც პრო-რუსი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მრჩეველი იყო.

 

პატენს ბრალი ედება იმაში, რომ არ დარეგისტრირდა როგორც უცხოელი აგენტი, რომელიც ლობირებდა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს აშშ-ში. იგი ასევე აღიარებს, რომ დამალა აშშ-ს სენატის დაზვერვის კომიტეტის დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ბილეთები უცხო ქვეყნის ფულით შეიძინეს.

 

პატენს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, რომელიც ტრამპისა და უცხოეთის მთავრობების კავშირებს სწავლობს.

 

რაც შეეხება სემ პატენის კავშირებს მიხეილ სააკაშვილთან: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სემ პატენი სააკაშვილის და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტი იყო,  ოფიციალურ საიტზე ოფიციალურადაა გაცხადებული და ის ამ დრომდე არავის გაუპროტესტებია.

 

უფრო მეტიც, ის მოხსენიებულია როგორ „ნაციონალური მოძრაობის „ჩრდილოვანი მენეჯერი“, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს თაღლითობაში ბრალდებული ლობისტი, 2008 წელს „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო კამპანიას“ კულისებიდან მართავდა.

 

ციტატა სემ პატენის ოფიციალური გვერდიდანFrom 2011-12, Patten advised Alasania’s Free Democrats party, which played a critical role in the Georgian Dream coalition’s victory in national elections.  Today, the Free Democrats are among Georgia’s most promising political parties as the country prepares for elections in the fall.  In 2008, Patten shadow-managed the parliamentary campaign for the then-governing United National Movement of former President Mikheil Saakashvili. (ფოტო N1)

 

 

ქართული თარგმანი: 2011-12 წლებში სემ პატენი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის მრჩეველი იყო, რომელმაც ეროვნულ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დღეს, „თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკურ პარტიებს შორის არის, ვინაიდან ქვეყანა საშემოდგომო არჩევნებისთვის ემზადება.

 

2008 წელს, პატენი მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და  მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო კამპანიის ჩრდილოვანი მენეჯერი იყო.

 

 ის, რომ სენ პატენი ნამდვილად ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალრ მოძრაობას“, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარიაც ადასტურებს „რუსთავის 2“ - თან კომენტარისას:

„თავის დროზე ეს ადამიანი იყოთანაშრომელი იმ კომპანიის რომელიც კვლევებს უკეთებდა ჩვენს გუნდს, მაგრამ მასარანაირი გადაწყვეტილების მიღების ფუნქცია არ ჰქონდა. "ქართული ოცნების" გუნდში მანშეიძინა სერიოზული სახე. ეს რა თქმა უნდა საზიანოა ქვეყნისთვის.“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

 

სემ პატენს საკმაოდ ვრცელ პოსტს უძღვნის „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი აქტიური მხარდამჭერი და მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, ხატია დეკანოიძე, რომელიც თავის წერილს ასე ასათაურებს: მანაფორდი, პატენი, კილიმნიკი და .. ივანიშვილი...

 

საკმაოდ ვრცელ სტატუსში ხატია დეკანოიძეს  მიმოხილული აქვს სემ პატენის კავშირები სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან წლების მიხედვით. ჩამოთვლილია ყველა წელი, დაწყებული 2006-იდან დამთავრებული 2017-ით. მხოლოდ ერთი წელი არ ფიგურირებს ამ ჩამონათვალში -2008, წელი, როდესაც სემ პატენი „ნაცმოძრაობის“ ჩრდილოვან მენეჯერად მუშაობდა. (ფოტო N2)

 

 

"სემ პატენის კლიენტთა შორის ბიძინა ივანიშვილიც არის - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თავის ოფიციალურ საიტზე, სადაც ასევე არსადაა ნახსენები 2008 წელი და მიხეილ სააკაშვილი.

 

არადა, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მომუშავე კომპანია „Greenberg Quinlan Rosner“ და მისი წარმომამდგენელის როზნერის შეხვედრაზე აშშ-ს  მაშინდელ ელჩ ჯონ ტეფტან, სწორედ სემ პატენთან ერთად, და საქართელოში მიმდინარე არჩევნებზე, წერს ვიკილიკსი და სხვა მედიასაშუალებები.

 

ვიკილიქსის მიერ გავრცელებული მასალების თანახმად, იგი 2008 წელს შეხვდა საქართველოში აშშ-ს ელჩს, ჯონ ტაფტს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობის მიერ დაქირავებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი. (ფოტო N3).

 

 

 

2011 წლიდან სემ პატენი არის ირაკლი ალასანიას და "თავისუფალი დემოკrატების" ლობისტი აშშ-ში.პატენი ალასანიასთან ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან თანაშრომლობდა, როცა ბიძინა ივანიშვილს განაცხადიც კი არ ჰქონდა გაკეთებული პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რასაც პატენის მიერ თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც ადასტურებს. თუმცა, აქვე განმარტების სახით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამჯერად სემ პატენის "ფეისბუქი" გაუქმებულია. შესაბამისად, წაშლილია ეს ფოტოებიც. (ფოტო N4)

 

 

2011-2012 წლებში "ქართული ოცნების"  საგარეო მიმართულების ერთ-ერთი კურატორი, გიორგი გეგეჭკორი "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ პეიტენის ვინაობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყეს, რაც ირაკლი ალასანია კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანდა. სწორედ მისი რეკომენდაციით დაიწყეს თანამშრომლობა ამ უკანასკნელთან, რომელიც სულ რაღაც 3 თვე გაგრძელდა და ეს ხდებოდა 2011 წელს. ამერიკელ ლობისტთან ურთიერთობა მათ მალევე გაწყვიტეს, რადგან შედეგით უკმაყოფილოები დარჩნენ:

 

გიორგი გეგეჭკორი2011 წლის 7 ოქტომბერს გააკეთა განცხადება პოლიტიკში მოსვლასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა და მას შემდეგ კოალიციაში გაერთიანდა რამდენიმე პარტია, მათ შორის იყო ირაკლი ალასანია, „თავისუფალი დემოკრატები“. სემ პატენი გახლდათ მათი ლობისტი, და მათთან თანამშრომლობდა ამ პერიოდამდე. ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მაგრამ ის მოვიდა ირაკლი ალასანიას საშუალებით კოალიციაში. კომპანიასთან გაფორმდა საჯარო და ტრანსფარანტული ხელშეკრულება, მოკლე პერიოდი გრძელდებოდა მასთან თანამშრომლობა. 2011 წლის ბოლოს უკვე გაწყდა მის კომპანიასთნ და შესაბამისად მასთან ხელშეკრულება, ზოგადად უკმაყოფილების გამო, ძალიან ხანმოკლე იყო მასთან თანამშრომლობა, ირკლი ალასაიანსა და თავისუფალი დემოკრატების საშუალებით, და არა თავად ბატონი ბიძინას ინიციატივით.

 

კონტაქტი და მასთან შეხება გამოიწვია ამ კოალიციის ფორმატმა და არა ბატონი ბიძინას სურვილმა, შემდგომ უშუალოდ ბატონი ბიძინას სურვილით ჩვენ უკვე დავიწყეთ თნაშრომლობა ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ლობისტური და იურიდიული ფირმის ძალიან ძლიერ გუნდთან, მათთან ვთანამშრომლობდით დიდი ხნის მანძილზე, ეს უკვე ბატონი ბიძინას სურვილით მოხდა.

 

ხომ არ გახსოვთ კავშირის გაწყვეტა სემ პატენის კომპანიასთან ვისი ინიციატივა იყო და რატომ მოხდა? გარდა იმისა, რომ შედეგი ვერ მიიღეთ, ხომ არ ჩათვალეთ, რომ მისი მხრიდან გარკვეულ არაკეთილსინდისიერ ქმედებებსაც ჰქონდა ადგილი?

 

ვისი გადაწყვეტილებით მოხდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ეს იყო გუნდური გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ  ჩვენ შედეგზე ვიყავით ორიენტირებულები და აქ უკვე შედეგს ჰქონდა მნიშვნელობა, ვიდრე კონკრეტულ პიროვნულ შეხედულებებს, შედეგი ვერ დაიდო.

 

უბრალოდ, იმ პერიოდში ძალიან რთული პოლიტიკური მდგომარეობა იყო და გუნდი ცდილობდა, რომ საუკეთესო ყოფილიყო ჩვენი წარმომადგენელი, გნებავთ ქვეყნის შიგნით, გნებავთ გარეთ, აქედან გამომდინარე, ის შედეგი, რაც სურდა ბატონ ბიძინას საგარეო ასპარეზზე, ვერ იდებოდა ამ კომპანიის საშუალებით.

 

როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს მიხეილ სააკაშვილი ასეთ მძაფრ განცხადებებს, შეიძლება რომ მას რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდეს?

 

სიმართლე გითხრათ სააკაშვილის განცხადებებს პოლიტიკურად ვერ შევაფასებ, ჩემი ვალია რეალობა და სიმართლე მივაწოდო თქვენს მკითხველს და ზოგადად საზოგაოდებას, იმიტომ, რომ მონაწილე ვიყავი იმ პროცესების, რომელიც მიმდინარეობდა წლების წინ და 2012 წლის არჩვნებამდე.

 

სააკაშვილს ურჩევნია იმას გადახედოს,  საკუთრი საპრეზიდენტო აქტივობების დროს ვისთან თანამშორმლობდა და რას აკეთებდა, რაც მთავარია როგორ და რა მეთოდებით. მე შემიძლია მკაფიოდ გითხრათ, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, იყო გამჭვირვალე და დოკუმენტურად გაფორმებული.

 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ სემ პატენი ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" კონსულტანტი იყო და შემდეგ "თავისუფალი დემოკრატების". 2012 წელს ის ბიძინა ივანიშვილთან არ მუშაობდა.

 

"სემ პატენი იყო ჩვენი კონსულტანტი, იგი ზუსტად სოციოლოგიურ კვლევებზე და მოსახლეობის სოციალურ გამოკვლევებში გვეხმარებოდა. ჩვენამდე სემ პატენი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტანტი,  რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა სხვა ლობისტური კომპანია დაქირავებული 2012 წელს სემ პატენი არ მუშაობდა ბიძინა ივანიშვილთან. 2012 წლის მერე თუ ჰქონდა რაიმე კავშირი სემ პატენთან ბიძინა ივანიშვილს არ ვიცი. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ „თავისუფალ დემოკრატებს“ სემ პატენი გვეხმარებოდა, როგორც კონსულტანტი“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ რუსთავი 2-თან.

 

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პატენი კოალიციაში ძალიან ცოტა ხანი მუშაობდა. მის მიერ დადებულმა შედეგმა ვერ გაამართლა და კონტრაქტი მალევე შეუწყდა.

 

სემ პატენი მოკლე პერიოდში მუშაობდა ჩვენთან, ვინაიდან „თავისუფალი დემოკრატების“ ლობისტი იყო და როცა გაერთიანდნენ პარტიები, ირაკლი ალასანიას მოჰყვა ეს ადამიანი, მაგრამ ვერ ივარგა, ცოტა ხანი იყო და შემდეგ კონტრაქტი შეუწყდა.

 

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტი გამჭირვალე იყო ყველასთვის, არავის არაფერი დაუმალავს. უფრო საინტერესო ისაა, ჩრდილოვანი ლობისტი ან ჩრდილოვანი თანაშემწე როგორ იყო სააკაშვილის და რა ფორმით?! აქვს სააკაშვილს ამ კითხვაზე პასუხი?

 

სააკაშვილს დაუსვეს შეკითხვა, ეს ადამიანი თქვენთან თანამშრომლობდაო და  საპასუხოდ განაცხადა, კი მუშაობდა მაგრამ ძალიან ცოტა ხანიო. ამთავრებს ამით, აღარ აგრძელებს და გადადის ბიძინა ივანიშვილზე.

 

ჩვენთან, უფრო სწორად კი „თავისუფალ დემოკრატებთან“ ძალიან ცოტა  ხანი იყო და მალევე დატოვა ლობისტის პოზიცია. არავისთვის არაფერი დამალული და დაფარული არ ყოფილა.

 

ლობისტური საქმიანობა ამერიკაში დაშვებულია, მაგრამ ძალიან მკაცრად არის რეგლამენტირებული.  ასევე საკმაოდ სერიოზული სასჯელი ელოდება სემ პატენს. ის სასჯელის შემცირებისთვის პირობას დებს, რომ რაღაცებს მოყვება და ეს რაღაცები, როგორც ჩანს, ძალიან აწუხებს ბატონ, მიხეილ სააკაშილს.

 

თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი თადარიგს იჭერს? ბოლო განცხდებაში CNN-თან  ამბობს,   ჩემი ადმინისტრაციის უფროსს დაუკავშირდნენ, თუ არ გაჩერდებიან, მაშინ სააკაშვილზე ბევრ რამეს ვიტყვიო. ფიქრობთ, სააკაშვილი თავს იზღვევს ის წინასწარ თავისი განცხადებებით?

 

არ ვიცი, როდესაც ადამიანი ყვება, რომ ფოთში ჩავიდა ღრუბელ-ღრუბელ თვითმფრინავით და  რომ არ შეემჩნიათ, ისე დაჯდა ფოთში, რომ ვერავინ ვერ დაინახა, ასეთი ადამიანი, რას მოიფიქრებს, რას მოყვება მე ნამდვილად წინასწარ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

 

შეგახსენებთ, რომ სემ პატენი  არასამთავრობო ორგანიზაციებშიც წლების მანძილზე მუშაობდა. იგი 2001-2004 წლებში მართავდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისს მოსკოვში. შემდეგ კი იყო Freedom House-ის ევრაზიის პროგრამის დირექტორი.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner