logo_geo
eng_logo
ოკუპაციის კანონის დარღვევის გამო, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში არ შემოუშვეს
- +

5 სექტემბერი. 2018. 03:27

 

 

რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “იტარტასის” სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

 

როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner