კინოთეატრ „რუსთაველის" წინ ცნობილი კინორეჟისორის გიორგი შენგელაიას „ვარსკვლავი" გაიხსნა.
რეჟისორის 79-ე იუბილესთან დაკავშირებით „ვარსკვლავი" კულტურის პალატის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.
ღინისძიებას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ქართული თეატრისა და კინოს მასხიობები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
„ბატონი გიორგი დღესაც ძალიან ბევრს მუშაობს, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და კიდევ შემოქმედებითი ზრდა. იქნებ ბატონმა გიორგიმ კიდევ გაახაროს საქართველო თავისი შემოქმედებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.