2018 წლის 31 აგვისტოს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი ერთმანეთს სტამბულში შეხვდნენ. შეხვედრისას კი კამერებმა საკმაოდ საეჭვო დეტალები დააფიქსირეს და ცალკეულ რუსულენოვან გამოცემებში ისიც დაიწერა, რომ შესაძლოა ბართლომეოსის მოწამვლა იგეგმებოდა, ამ ეჭვის საფუძველს კი ვიდეოში ნაჩვენები ფაქტები ამყარებს.
კადრში ჩანს მამაკაცი, რომელიც სტუმრებს სასმლით უმასპინძლდება, როდესაც ის რუსეთის პატრიარქს მიუახლოვდება, ერთ-ერთი იქ მყოფი პირი ხელით ანიშნებს კირილს, თუ რომელი ჭიქა აიღოს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პატრიარქი ჭიქას იღებს, მამაკაცი ამჯერად პატრიარქ ბართლომესთან მიდის და სასმელს სთავაზობს, რაზეც უარს იღებს.
ვიდეოში ასევე ჩანს სასულიერო პირებთან ერთად მდგომი მამაკაცი, რომელიც პირზე ხელს იდებს და ერთგვარ მინიშნებას აკეთებს. სოც.ქსელში წერენ, რომ ისინი სპეცსამსახურის წარმომადეგნლები არიან.