logo_geo
eng_logo
მაკ-კეინს სენატში ჯონ კაილი ჩაანაცვლებს
- +

5 სექტემბერი. 2018. 12:15

 

 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯონ მაკ-კეინის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის სენატში ვაკანტურ ადგილს რესპუბლიკელი 76 წლის ჯონ კაილი შეავსებს.

 

რესპუბლიკელი სენატორი და ვიეტნამის ომის გმირი ჯონ მაკ-კეინი 81 წლის ასაკში კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ არიზონაში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 

შეგახსენებთ, რომ მაკ-კეინი 2017 წლის ივლისიდან ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა.

 

მაკ-კეინი მერილენდის შტატში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner