უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯონ მაკ-კეინის გარდაცვალების შემდეგ აშშ-ის სენატში ვაკანტურ ადგილს რესპუბლიკელი 76 წლის ჯონ კაილი შეავსებს.
რესპუბლიკელი სენატორი და ვიეტნამის ომის გმირი ჯონ მაკ-კეინი 81 წლის ასაკში კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ არიზონაში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ მაკ-კეინი 2017 წლის ივლისიდან ტვინის სიმსივნეს ებრძოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული მკურნალობის კურსს გადიოდა.
მაკ-კეინი მერილენდის შტატში სამხედრო პატივით დაკრძალეს.