გურჯაანში მეოთხე დღეა 16 წლის მოზარდს ეძებენ. გიორგი კვეიძე სახლიდან 2 სექტემბერს გავიდა. ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოზარდი ბოლოს სოფელ ვეჯინში ნახა.
დაკარგულის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.