logo_geo
eng_logo
გურჯაანში მეოთხე დღეა 16 წლის მოზარდს ეძებენ
- +

5 სექტემბერი. 2018. 12:24

 

 

გურჯაანში მეოთხე დღეა 16 წლის მოზარდს ეძებენ. გიორგი კვეიძე სახლიდან 2 სექტემბერს გავიდა. ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოზარდი ბოლოს სოფელ ვეჯინში ნახა.

 

დაკარგულის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

 

ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner