ატენის ხეობაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ორი კერა ტყის მასივში გაჩნდა.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი.
ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო კი, დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.
როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე 7 ათტონიანი წყალმზიდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზებასაც აპირებს.