logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

5 სექტემბერი. 2018. 19:03

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული ლ.შ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  ლ.შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ვ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.თ. მიღებული  მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

 

ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ.შ. ვ.თ.-ს სიდედრს - ლ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით რამოდენიმეჯერ დაემუქრა.

 

სამართალდამცველებმა ლ.შ. 2018 წლის 27 ივნისს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ვაკეში დააკავეს. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

 

სასამართლომ ლ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner