logo_geo
eng_logo
მეივეზერი და მაკგრეგორი მეორე ბრძოლისთვის მზად არიან
- +

6 სექტემბერი. 2018. 00:04

 

 

დაუმარცხებელი ამერიკელი მოკრივის ფლოიდ მეივეზერის მამამ ფლოიდ მეივეზერ-უფროსმა გამოაცხადა, რომ მისი ვაჟი აპირებს მეორე ბრძოლის გამართვას UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან, ირლანდიელ კონორ მაკგრეგორთან. მისი თქმით, მომავალი ორთაბრძოლა, ისევე, როგორც 2017 წლის შეხვედრა, კრივის წესებით წარიმართება.

 

„ამბობენ, რომ ფლოიდი და კონორ მაკგრეგორი აპირებენ ჩხუბს. კარგად ჟღერს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. როგორც ჩანს, ჩემს ვაჟს ისევ მოუნდა ჩხუბი და მზად არის ამისთვის. ვფიქრობ, ისინი ისევ იჩხუბებენ კრივის წესებით.

 

ჩემი აზრით, მაკგრეგორს სურს გამარჯვების მოპოვება და შემდეგ აღარასოდეს დაბრუნდეს რინგზე. ამის შესახებ ჭორაობენ. როგორც ჩანს, არსებობს სერიოზული დაინტერესება ამ ბრძოლის მიმართ”,- მოჰყავს Daily Express-ს უფროსი მეივეზერის სიტყვები.

 

შეგახსენებთ, რომ პირველი ბრძოლა მეივეზერსა და მაკგრეგორს შორის 2017 წლის აგვისტოს გაიმართა და მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა.

 

ამჟამად, მაკგრეგორი ემზადება UFC-ის მჩატე წონაში საჩემპიონო ბრძოლისთვის რუსი ჰაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner