2018 წელს მსოფლიოში საუკეთესო მუზეუმის წოდება პარიზის ორსეის მუზეუმმა მიიღო. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.
Travellers' Choice Awards-ის რეიტინგი უმსხვილესმა ტურისტულმა სერვისმა TripAdvisor-მა შეადგინა. გამარჯვებული მსოფლიოს ყველა წერტილიდან მილიონობით ტურისტის გამოხმაურებების გაანალიზების შედეგად გამოვლინდა.
მეორე და მესამე ადგილებზე ნიუ-იორკის 11 სექტემბრის და მეტროპოლიტენის მუზეუმები გავიდნენ. რეიტინგში მომდევნო ადგილებს ლონდონში ბრიტანეთის და მადრიდის პრადოს მუზეუმები იკავებენ.
საუკეთესოთა შორის აღმოჩნდნენ ათენის აკროპოლისი, პარიზის ლუვრი და სტოკჰოლმის ვაზას მუზეუმი აღმოჩნდნენ.