ისრაელსა და პარაგვაის შორის დიპლომატიური სკანდალი მწიფდება. მიზეზი პარაგვაის ხელისუფლების მოულოდნელი გადაწყვეტილებაა. ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის კასტილიონიმ დღეს განაცხადა, რომ ისრაელში საელჩოს იერუსალიმიდან თელ-ავივში აბრუნებს. პალესტინელები ამბობენ, რომ ეს გასულ თვეში პარაგვაის ახალ პრეზიდენტთან მათი შეთანხმები შედეგია.
ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარაგვაიდან კონსულტაციისთვის ელჩი დაიბარა.
პარაგვაიმ იერუსალიმში საელჩო მაისში გახსნა. მანამდე თელ-ავივიდან იერუსალიმში საელჩო აშშ-მა და გვატემალამ გადაიტანეს.
6 დეკემბერს აშშ-მა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა.
იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალაქი, როგორც ისრაელი, ასევე პალესტინა საკუთარ დედაქალაქად განიხილავს. ანალიტიკოსები წლებია შიშობდნენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტს გაამწვავებდა.