logo_geo
eng_logo
კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
- +

6 სექტემბერი. 2018. 01:30

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტთან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

 

პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 

სამუშაო ითვალისწინებს არსებული გალავნის რეაბილიტაციას, სველი წერტილების მოწყობას, ტურისტული ცენტრის მშენებლობას და შიდა ეზოს კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება 10-ტონიანი წყლის რეზერვუარი, რის შედეგადაც, წყლის მიწოდება მოხდება, როგორც იქ მაცხოვრებელი ბერებისთვის, ისე ახლომდებარე სოფლის (ხარატიშვილების უბანი) მოსახლეობისთვისაც.

 

პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.

 

 

წყარო:geopressnews.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner