ისტორიული ციხესოფელი მუცო პირვანდელ იერს იბრუნებს.
მუცოში მიმდინარე პროექტს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე გაეცნო და ტურისტების შთაბეჭდილებით დაინტერესდა და იმ საჭიროებების შესახებ მოისმინა, რომლის გათვალისწინებაც მუცოს კიდევ უფრო მიმზიდველ ტურისტულ ობიექტად აქცევს. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ქვედა უბნის კოშკები და შენობა-ნაგებობები. აღდგა 20-მდე ციხე კოშკი.
წელს იგეგმება სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა.
მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო:geopressnews.ge