logo_geo
eng_logo
თედ პო: საქართველო აშშ-ის განსაკუთრებული მეგობარია!
- +

12 მაისი. 2016. 11:55


ამერიკელმა კონგრესმენმა თედ პომ კონგრესში გამოსვლისას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და NATO-ში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.


„ქართველთა თითქმის 70% მხარს უჭერს  NATO-ში გაწევრებას. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია და მხარი დაუჭიროს საქართველოს NATO-სკენ მიმავალ გზაზე.

 

დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში საქართველო ყოველთვის იყო ამერიკის მნიშვნელოვანი მოკავშირე, ხოლო საქართველოს თავისუფალი საბაზრო სისტემის, კორუფციის დაბალი მაჩვენებლების და გამარტივებული საგადასახადო სისტემის წყალობით, ბევრმა ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ინვესტირებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაში გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები და გაჟღერდეს გზავნილი, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებული მეგობარი",- აღნიშნა ამერიკელმა კონგრესმენმა.

 

ამასთან, თედ პომ, რომელიც საქართველოსთან მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ  საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.NATO-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთის მისიებში ყველაზე მეტი მებრძოლი ჰყავს. ავღანეთში, სადაც ამერიკელი კოლეგების გვერდიგვერდ იბრძოდა და დაიღუპა 33 ქართველი,  დღესაც მსახურობს 900 ქართველი სამხედრო პირი",- აღნიშნა კონგრესმენმა.


მან საქართველოში, ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ქართველებმა მიიწვიეს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა მათ  ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი განახორციელონ.



საქართველოს მეგობართა ჯგუფი, აშშ-ის კონგრესში, კონგრესმენ თედ პოსა და ჯერალდ კონოლის თანათავმჯდომარეობით 2015 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას დაფუძნდა. აშშ-ის კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ინაუგურაციაზე, გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის რანგში სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა. აშშ-ში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა თედ პომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს 2015 წლის 10 დეკემბერს მიმართა. მან გამოსვლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით გამოირჩევა, საქართველო დემოკრატიის იმედის შუქურად და დემოკრატიული იდეოლოგიისა და თავისუფლების გამავრცელებლად რჩება. 27 აპრილს კი, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი გიორგი კვირიკაშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში შეხვდა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის (Georgia Caucus) წარმომადგენლებს - თედ პოს და ჯერალდ კონოლის. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საუბარი შეეხო ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბების აუცილებლობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner